რა ელის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს? - "ევროკავშირის ინტერესი შესაძლოა, შენელდეს“

20-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

"თუ ევ­რო­პი­სად­მი ან­ტა­გო­ნის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვექ­ნე­ბა და აქ იქ­ნე­ბა რუ­სე­თის გავ­ლე­ნე­ბი, შე­საძ­ლოა, ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ტე­რე­სი შე­ნელ­დეს“, - ასე პა­სუ­ხობს ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის "მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მურ­მან მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვას, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე, რა ბედი ელის შავი ზღვის კა­ბე­ლის პრო­ექტს.

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ევ­რო­კავ­შირს სურს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მწვა­ნე ენერ­გე­ტი­კუ­ლი დე­რეფ­ნის შექ­მნა, შე­სა­ბა­მი­სად, თუ EU-მა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი და­ი­ნა­ხა, ქვეყ­ნის კურ­სმა კი ევ­რო­კავ­შირს მკვეთ­რად და­შორ­და, შე­საძ­ლოა, მათი ინ­ტე­რე­სი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუ­თხით შე­სუს­ტდეს.

მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირს გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს, რომ შავი ზღვის კა­ბე­ლის პრო­ექ­ტში მისი ფი­ნან­სუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2.3 მი­ლი­არ­დი ევრო იქ­ნე­ბა. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ტე­რე­სი შე­სუს­ტდა, გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნე­ბი პრო­ექ­ტის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას.

"არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში შავი ზღვის წყალ­ქვე­შა პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მუ­რი იყოს ორი თვალ­საზ­რი­სით. ერთი - ამ პრო­ექ­ტის ფა­სე­უ­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის­თვის მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ შე­იქ­მნას მწვა­ნე ენერ­გი­ის დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენ თუ ევ­რო­პი­სად­მი ან­ტა­გო­ნის­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვექ­ნე­ბა და აქ იქ­ნე­ბა რუ­სე­თის გავ­ლე­ნე­ბი, შე­საძ­ლოა, ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ტე­რე­სი შე­ნელ­დეს.

მე­ო­რე - შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის პრო­ექ­ტი არ არის კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რომ კერ­ძო ინ­ტე­რე­სით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ევ­რო­კავ­შირს გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს 2.3 მი­ლი­არ­დი ევ­როს ოდე­ნო­ბით ფი­ნან­სუ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, პრო­ექ­ტი მთლი­ა­ნად და­ახ­ლო­ე­ბით 3.6 მი­ლი­არ­დი ევრო ჯდე­ბა. ოთხი ქვე­ყა­ნა ავი­თა­რებს ამ პრო­ექტს და არ ვიცი რამ­დე­ნად ექ­ნე­ბათ მათ ევ­რო­კავ­ში­რის გა­რე­შე პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ასე­ვე სა­კი­თხა­ვია, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე უნ­გრეთ­სა და რუ­მი­ნეთს რამ­დე­ნად ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი, რომ ეს ენერ­გია თა­ვად მი­ი­ღონ ევ­რო­კავ­ში­რის გა­რე­შე“, - აღ­ნიშ­ნავს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

ამას­თა­ნა­ვე, კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ შავი ზღვის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის პრო­ექ­ტი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტით, სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დის ავ­ლით გან­ვი­თარ­დეს, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ "ნაკ­ლე­ბად“. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები