მოხარშული მჭადები ქონდრიანი ხაშლამის წვენში - ესმა კუნჭულიას აღმოჩენა
ესმა კუნჭულია ხშირად მოგზაურობს საქართველოს კუთხეებში და თავის გამომწერებს უზიარებს კულინარიულ აღმოჩენებს. ამჯერად მან ყაზბეგური კერძის - ალტამას - შესახებ დაწერა, რომელიც, მისი თქმით, არის მოხარშული მჭადები ქონდრიანი ხაშლამის წვენში.
გიტვებთ პოსტს:
ყაზბეგური - ალტამა - შებრძანდა გასტრონომიულ მუზეუმში✊
გასტრონომიული მუზეუმი - სამშობლოს გემო და სუნია
ალტამა - მოხარშული მჭადები ქონდრიანი ხაშლამის წვენში (კიო, სიმინდი ყაზბეგშიც მოგვყავდაო... მოხევეებმა მითხრეს. გლობალიზაციის პირველი მოწმეა სიმინდი, კოლუმბის მზითვი - აღმოაჩინა 1495 წელს)!!!
ალტამა ჰქვია გუდამაყრულად და მოხევურად.
მთის კილოთა ლექსიკონში სიტყვა “ალტამა” განიმარტება ასე: სიმინდის ცომი პატარა კუპატებად მოხარშული
სიტყვა “კუპატზე” რამდენი ხანია ვმუშაობ, იცით, ჩემმა მკითხველმა კუპატი - პურია სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში!!!
მისი სინონიმებია: ანტრია - ფშავურად; ღურღუჭელი და გორდილა!!
ესაა რა… ლინგვისტიკა ინახავს კოდებს.
ენა - ნიშანთა სისტემაა!!
P.s. რეალურად “აღმოჩენა” არ არსებობს ჩემი საგნის მეცნიერებიდან - “მეხსიერების კვლევებიდან” (Memory Studies) - ესა ლატენტური, პასიური მეხსიერება, რომელიც არსებობს სადღაც და ჩვენ არ ვიცით.
მათი გაცნობა ჩვენს პატრიოტიზმს ანაყრებს