ისტორიაში პირველად, ქართველმა ქალმა ევერესტი დაიპყრო - ჯერ ვერ ვაცნობიერებ, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ

20-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ალი­ნა გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და მი­ლოც­ვებ­საც ირებს. მისი თქმით, ის გახ­და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ევე­რეს­ტი და­ი­პყრო.

“2025 წლის 18 მა­ისს, ნე­პა­ლის დრო­ით დი­ლის 9:10 სა­ათ­ზე, პლა­ნე­ტის უმაღ­ლეს წერ­ტილ­ზე, ევე­რეს­ტის მწვერ­ვალ­ზე ვი­დე­ქი და ჩემს წი­ნა­შე მთე­ლი პლა­ნე­ტა გა­და­ი­შა­ლა.

ეს ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა იყო და მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, მე გავ­ხდი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ევე­რეს­ტი და­ი­პყრო.

ჯერ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, ვერ ვი­გებ, ვერ გა­დავ­ხარ­შავ. ჯერ­ჯე­რო­ბით, თით­ქოს პა­რა­ლე­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში ვარ", - წერს გამ­სა­ხურ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ევე­რს­ტი (აგ­რეთ­ვე ცნო­ბი­ლი, რო­გორც ჯო­მო­ლუნ­გმა) - დე­და­მი­წის უმაღ­ლე­სი წერ­ტი­ლი.

სი­მაღ­ლე 8848 მ.

მდე­ბა­რე­ობს ჰი­მა­ლა­ი­ში, ნე­პა­ლი­სა და ჩი­ნე­თის სა­ზღვარ­ზე.

გა­სულ წელს, ალი­ნა გამ­სა­ხურ­დია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო, რო­გორც პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც ნე­პალ­ში მა­ნას­ლუს მწვერ­ვა­ლი და­ლაშ­ქრა. შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნას­ლუ ზღვის დო­ნი­დან 8163 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს და მსოფ­ლი­ოს სი­მაღ­ლით მერ­ვე…

რო­გორც ალი­ნა გამ­სა­ხურ­დია წერს, ევე­რეს­ტის და­სა­პყრო­ბად მან მზა­დე­ბა ჯერ კი­დევ თვე­ე­ბის წინ და­ი­წყო.

“ეს თვე­ე­ბი ბევ­რს და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლად ვვარ­ჯი­შობ­დი, ძა­ლი­ან მომ­წონს, შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მაგ­რამ რე­ჟი­მით, კვე­ბით და სხვა მრა­ვა­ლი რა­მით ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი არ ვარ. ბო­ლოს და ბო­ლოს, სპორ­ტუ­ლი ვარ­ჯი­შის ციკ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რი იყოს... სი­ნამ­დვი­ლე­ში, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ამა­ზეა აგე­ბუ­ლი, მაგ­რამ მო­მა­ვალ წელს ჩემს იდე­ალს მი­ვაღ­წევ, დავ­პირ­დი სა­კუ­თარ თავს,“ - წერ­და გამ­სა­ხურ­დია 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში.

გარ­და ევე­რეს­ტი­სა, მას სხვა მწვერ­ვა­ლე­ბიც აქვს და­პყრო­ბი­ლი.

“მა­ნას­ლუ, 8,163 მეტ­რი. დღეს ნე­პა­ლის დრო­ით 6:45 სა­ათ­ზე ავე­დი მას­ზე,“ - ალი­ნა გამ­სა­ხურ­დია მე­გობ­რებს ფო­ტო­ებ­საც უზი­ა­რებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები