ერთი საიდუმლო ინგრედიენტი და მსოფლიოში ყველაზე ფუმფულა ხაჭაპური გამოგივათ

20-05-2025
გიორგი ზ.
Aa

ყველა მოყვარულ თუ პროფესიონალ მზარეულს ფუმფულა ხაჭაპურის მომზადების თავისი საიდუმლო აქვს. ახლა სწორედ ერთ-ერთ მათგანს გაგიზიარებთ.

ინგრედიენტები

მარგარინი

გაზიანი მინერალური წყალი

საფუარი

მარილი

ფქვილი

მომზადების წესი

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს. წყალს არ ვიყენებ, მხოლოდ მინერალურს. ცომს ვზელ დაახლოებით 15 წუთით ცოტა ზეთის დახმარებით (ცომი ხელზე რომ არ მოგეკროთ და ხაჭაპური ფუმფულა გამოვიდეს).

შემდეგ დავდგამ ასაფუებლად. რომ ამოფუვდება ცომი კარგად, ამ მასას თასშივე შევაზელ ერთ ცალ კარგად დარბილებულ მარგარინს.

შემდეგ ისევ დავტოვებ ასაფუებლად და რომ აფუვდება, უკვე დავიწყებ ცხობას. ზემოდან კვერცხში არეულ ყველს ვუსვამ, კარგად და ლამაზად იბრაწება.

ასე მომზადებული ხაჭაპური არის ძალიან ნაზი, ფაფუკი და უგემრიელესი,გაცივების შემდეგაც კი რბილი რჩება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები