ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

19-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის ე.წ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ამ­ბა­კო სო­ზი­აშ­ვილს, და­უს­წრებ­ლად 14 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა , - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, 25 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, ამ­ბა­კო სო­ზი­აშ­ვილს 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა „და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლის სტა­ტუ­სით რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო“ მი­უ­სა­ჯეს.

ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი 2022 წლის მარ­ტი­დან 2025 წლის თე­ბერ­ვლის პე­რი­ოდ­ში „ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და.

„წვრთნე­ბის შემ­დეგ, მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მხა­რეს, რის­თვი­საც 2.8 მი­ლი­ონ რუბ­ლზე მეტი გა­და­ე­ცა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები