დედამიწა ჟანგბადის გარეშე – მეცნიერებმა საგანგაშო პროგნოზი გააკეთეს

19-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის დონე დაახლოებით ერთ მილიარდ წელიწადში მნიშვნელოვნად დაიკლებს, რის შედეგადაც პლანეტა სიცოცხლისთვის შეუფერებელი გახდება. აღნიშნული პროგნოზი იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების ერთობლივი კომპიუტერული მოდელირებით დაფუძნებულმა კვლევამ აჩვენა.

კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ ატმოსფეროს ევოლუცია მზის სიკაშკაშის ზრდასა და გლობალურ გეოქიმიურ პროცესებთანაა დაკავშირებული. ამ ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი ნახშირორჟანგის შემცირებამ, შეიძლება გამოიწვიოს ფოტოსინთეზის შეფერხება და ჟანგბადის დიდი ნაწილი ატმოსფეროდან გაქრეს.

"დედამიწა, სავარაუდოდ, ანაერობული სიცოცხლისათვის შესაფერის პლანეტად გადაიქცევა", - აღნიშნავს კვლევის ავტორი კაზუმი ოზაკი. მისი თქმით, პლანეტაზე დარჩებიან მხოლოდ ის ორგანიზმები, რომლებსაც ჟანგბადი არ სჭირდებათ.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილება არ მოხდება თანდათან, არამედ მოულოდნელად - პროცესს "სწრაფ დეოქსიგენაციას" უწოდებენ. დედამიწის ატმოსფერო, როგორი სახეც დღეს აქვს, ჟანგბადით მდიდარი და სიცოცხლის მხარდამჭერი პლანეტის ისტორიაში მხოლოდ მოკლე ეტაპია, რომელიც შესაძლოა მისი არსებობის დროის მხოლოდ 20-30% მოიცავდეს.

ეს აღმოჩენა ასტრონომებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჟანგბადის არსებობა ეგზოპლანეტებზე ხშირად სიცოცხლის ნიშნად მიიჩნევა. თუმცა, როგორც ავტორები ხაზს უსვამენ, ჟანგბადი პლანეტის ისტორიაში ყოველთვის არ გვხვდება, ის შეიძლება დროებით მოვლენა იყოს.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები