"სწრაფად ფუჭდება, კარგავს გემოსა და არომატს" - 3 პროდუქტი, რომლებიც არ უნდა გარეცხოთ
კვების ტექნოლოგები გამოყოფენ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა გარეცხვაც არ შეიძლება.
ხორცი
ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა რომ ხორცის გარეცხვისას მავნე ბაქტერიები არ კვდება - ამის ნაცვლად, ისინი ვრცელდებიან სამზარეულოში წყლის წვეთებით, სუფთა ჭურჭელში ან საკვებში და ამით საფრთხეს უქმნიან თქვენსჯანმრთელობას.
ამერიკელი მეცნიერების კვლევის თანახმად, შემთხვევათა 25%-ში ადამიანები, რომლებიც რეცხავდნენ ფრინველის ხორცს მომზადებამდე, დაუდგინდათმწვავე ნაწლავის ინფექცია.
ფრინველის ხორცში მავნე ბაქტერია შეიძლება განადგურდეს მხოლოდ ხანგრძლივი თერმული დამუშავებით, რომლის დროსაც პროდუქტის შიდა ტემპერატურა უნდა იყოს მინიმუმ 74 °.
კვერცხი
კვერცხის ნაჭუჭს აქვს ფოროვანი სტრუქტურა, რომელიც თხელი და წყალგაუმტარია. ისიცავს კვერცხის გულს მიკრობების შიგნით მოხვედრასაგან. კვერცხის გარეცხვითთქვენ ამ ფუნქციის მოქმედებას ასუსტებთ.
სოკო
თუ სოკოს მაღაზიაში ყიდულობთ, მაშინ არც ის უნდა გარეცხოთ. პირველ რიგში, ისინი შეფუთულია, უკვე გაწმენდილიაჭუჭყისაგან.მეორე – წყლის გამო, ისინი კარგავენ გემოსა და არომატის მნიშვნელოვან ნაწილს. გარდა ამისა, ტენიანობის შთანთქვითსოკო შეიძლება უფრო სწრაფად გაფუჭდეს.
ექსპერტები გვირჩევენ სოკო ნესტიანი ქსოვილით გავწმინდოთ და თუ სოკოს თავი ძლიერ დაბინძურებულია, შეგიძლიათ მოაჭრათყველაზე დაზიანებული ადგილები.
რომელი პროდუქტების გარეცხვა არის რეკომენდებული?
1. თევზი;
2. ხილი და ბოსტნეული;
3. კარტოფილი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მის შებრაწვასაპირებთ: რეცხვა მოაშორებს შაქარს და ასევე შეამცირებს აკრილამიდის წარმოქმნის რისკს, რომელიც ძლიერი კანცეროგენია.
4. ბრინჯის გარეცხვა რეკომენდირებულიაზედმეტი სახამებლის მოსაშორებლად და მარცვლეულის გაფხვიერების მიზნით;
5. პარკოსნები –მათი წყალში გაჟღენთვა გაათავისუფლებს პროდუქტს გაზებისაგანდა მომზადების პროცესსაც გაამარტივებს.