სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი ცნობილია

18-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნიდერლანდების რადბოუდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამყარო შესაძლოა უფრო ადრე "დაიშალოს", ვიდრე ამას ადრე ვარაუდობდნენ. მათი გათვლებით, ვარსკვლავები საბოლოოდ ერთ კვინვიგინტილიონ წელიწადში ჩაქრებიან. ეს გამოისახება ერთი 78 ნულით.

ახალი მონაცემებით, ეს ვადა ბევრად მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე წარსულში გამოთვლილი შეფასებები. კვლევაში განხილულია ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც ჰოკინგის გამოსხივება - ეს პროცესი შავი ხვრელების თანდათანობით "აორთქლებას" აღწერს.

წარსულში ჰოკინგის გამოსხივება მხოლოდ შავი ხვრელებისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მსგავსი გაუჩინარების პროცესი შესაძლოა შეეხოს სხვა ულტრამკვრივ ასტრონომიულ ობიექტებსაც - მაგალითად, ნეიტრონულ ვარსკვლავებსა და თეთრ ჯუჯებს.

ნეიტრონული ვარსკვლავები და თეთრი ჯუჯები ვარსკვლავური ევოლუციის ბოლო სტადიას განეკუთვნებიან. მასიური ვარსკვლავები სიცოცხლის ბოლოს ფეთქდებიან და ნეიტრონულ ობიექტებად გარდაიქმნებიან, ხოლო უფრო მცირე მასის მქონე ვარსკვლავები, როგორიცაა მზე, თეთრი ჯუჯების სახით ასრულებენ არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ დიდხანს არსებობენ, საბოლოოდ სტაბილურობას კარგავენ, იფანტებიან და ქრებიან.

რადბოუდის უნივერსიტეტის წამყვანი ასტროფიზიკოსის, პროფესორ ჰეინო ფალკეს განცხადებით, ამ დრომდე ჩატარებულ კვლევებში არ იყო გათვალისწინებული ჰოკინგის გამოსხივების ეფექტი არაშავხვრელოვან ობიექტებზე, რის გამოც სამყაროს სიცოცხლის ხანგრძლივობა ზედმეტად მაღალი შეაფასეს.

"ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ სამყაროს დასასრული შესაძლოა ბევრად ადრე დადგეს, ვიდრე ველოდით — თუმცა მაინც წარმოუდგენლად შორეულ მომავალში", - აღნიშნა ფალკემ.




FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები