"გვექნება შესაძლებლობა, ახალ პაპთან ამაზე ვიმსჯელოთ" - მაკა ბოჭორიშვილი

18-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ბოჭორიშვილმა, ვატიკანში ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ თბილისი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ვატიკანთან ურთიერთობის შენარჩუნებას და გაღრმავებას.

მისი თქმით, ქართული მხარე ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ ახალ პაპთან, ლეო XIV-სთან, დიალოგი გაგრძელდება ისეთივე თბილი და ნდობაზე დაფუძნებული, როგორიც წარსულში იყო. 

"შედგა ახალი პაპის ინაუგურაცია. მაღალი დონის სტუმრები ესწრებოდნენ ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში დელეგაციასთან ერთად. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მივსალმებოდით ახალ პაპს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვატიკანთან ურთიერთობები ახალი პაპის პირობებში იქნება ისეთივე მჭიდრო და ახლო, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გვექნება შესაძლებლობა, გვქონდეს შეხვედრა, ვისაუბროთ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის. გვექნება შესაძლებლობა, ახალ პაპთან ვიმსჯელოთ იმ პრიორიტეტებზე, რაც აქვს საქართველოს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები