"გავბედნიერდი ძალიან მაგარ ადამიანთან" - ვისზე გათხოვდა ქეთი ეგიდუნაშვილი?
ქართველი ტიკ-ტოკ ვარსკვლავი, ქეთი ეგიდუნაშვილი, რომელსაც სოციალური ქსელებით აქტიურად მოსდევს ათასობით ადამიანი, ახალ ცხოვრებას იწყებს – ქეთი დაქორწინდა.
"პრაიმტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში ეგიდუნაშვილმა აღნიშნა, რომ მისი რჩეული თავდაპირველად მეგობარი და როგორც ამბობს, "ძმაკაცი" იყო. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ გრძნობებმა ყველაფერი შეცვალა.
"დიახ, მართალია, გავბედნიერდი ძალიან მაგარ ადამიანთან, ნიჭიერ ოჯახში.
გავიცანი როგორც ძმა და მეგობარი, მაგრამ ვეღარ დამალა თავისი გრძნობები. მე ვერ ვთანხმდებოდი ჩემი შვილის გამო.
დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა. ყველამ იცის, რომ ოჯახი არის სიწმინდე და ტრადიცია...
ვუყვარდი და გააკეთა თავისი გასაკეთებელი, აღარ მიშვებს, კაცურად გააკეთა თავისი გასაკეთებელი", - ამბობს ქეთი ეგიდუნაშვილი "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში
შეგახსენებთ, რომ ქეთი ეგიდუნაშვილი სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით TikTok-ზე, ასიათასობით მაყურებლის ყურადღებას იპყრობს თავისი მუსიკალური ვიდეოებით. ვიდეოებში მას ხშირად თავადაც სთხოვენ სიმღერის შესრულებას, რისთვისაც ჰონორარსაც იღებს. როგორც თავად ამბობს, სწორედ ეს არის მისი ძირითადი შემოსავლის წყარო.