"თანამედროვე ეპოქაში, როცა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა, მეტად გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ოჯახის სიწმინდეს" - მეუფე შიო

17-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში, რო­დე­საც ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩვენ მე­ტად გვმარ­თებს, რომ მო­ვუფრ­თხილ­დეთ ოჯახს, ოჯა­ხის სიწ­მინ­დეს, ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ვი­ლო­ცოთ და ვიზ­რუ­ნოთ იმის­თვის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხი გა­დარ­ჩეს და გაძ­ლი­ერ­დეს, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე შიომ (მუ­ჯი­რი) ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში ქა­და­გე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, ოჯახ­ში, ქორ­წი­ნე­ბა­ში ქმა­რი არის სახე ქრის­ტე­სი, ხოლო ცოლი ეკ­ლე­სი­ის. მი­სი­ვე თქმით, მე­უღ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ ქორ­წი­ნე­ბის, ჯვრის­წე­რის დროს მად­ლი, რომ თა­ვი­ან­თი ერ­თო­ბა წარ­მარ­თონ სიყ­ვა­რუ­ლით, იყ­ვნენ „ერთ ხორც და ერთ სულ“.

"გი­ლო­ცავთ, ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს და გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას. ჩვენ ამ დღეს, ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ვფიქ­რობთ ოჯა­ხის ცნე­ბა­ზე, მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე. ეს არის უდი­დე­სი ფა­სე­უ­ლო­ბა და გან­ძი, რო­მე­ლიც ღმერ­თმა უბო­ძა კა­ცობ­რი­ო­ბას, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი დე­ბუ­ლე­ბა ოჯა­ხის შე­სა­ხებ, რომ ის ევო­ლუ­ცი­ის შე­დე­გად კი არ წარ­მო­იშ­ვა, რომ ცალ-ცალ­კე იყ­ვნენ, ცხოვ­რობ­დნენ მა­მა­კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მო­ი­ფიქ­რეს, რომ და­ა­წე­სონ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის წესი - ასე არ იყო, არა­მედ თა­ვი­დან­ვე ღმერ­თმა შექ­მნა ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ოჯა­ხი.

ბიბ­ლია გვა­უ­წყებს ჩვენ, რომ უფალ­მა თქვა, არ ვარ­გა ადა­მის მარ­ტო ყოფ­ნა, გა­ვუ­ჩენ მას შემ­წეს მის შე­სა­ფერს და შე­უქ­მნა ღმერ­თმა ადამს ცოლი, აკურ­თხა ისი­ნი და თქვა, აღორ­ძინ­დით და გამ­რავ­ლდით და და­იმ­კვიდ­რეთ ქვე­ყა­ნა. აი, ასე დად­გინ­და კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის და­სა­წყის­ში ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კავ­ში­რი - ოჯა­ხი. ახა­ლი აღ­თქმის პე­რი­ოდ­ში, ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ა­ში ოჯახ­მა კი­დევ უფრო აღ­მა­ტე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა, მას მცი­რე ეკ­ლე­სი­ა­საც უწო­დე­ბენ ან სახ­ლის ეკ­ლე­სი­ას იმი­ტომ, რომ ეს არის ნა­წი­ლი და სახე დიდი მსოფ­ლიო ეკ­ლე­სი­ის. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ოჯა­ხი უფა­ლი ისეო ქრის­ტე­სა და ეკ­ლე­სი­ის კავ­ში­რის სა­ხედ მო­ი­აზ­რე­ბა. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პავ­ლე წერს, რომ კა­ცია თავი ცო­ლი­სა, რო­გორც ქრის­ტეა თავი ეკ­ლე­სი­ი­სა და შემ­დეგ დას­ძენს, ქმრე­ბო გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი ცო­ლე­ბი, რო­გორც ქრის­ტემ შე­იყ­ვა­რა თა­ვი­სი ეკ­ლე­სია და თავი დას­დო მის­თვის. მა­შა­სა­და­მე, ოჯახ­ში, ქორ­წი­ნე­ბა­ში ქმა­რი არის სახე ქრის­ტე­სი, ხოლო ცოლი ეკ­ლე­სი­ის. მე­უღ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ ქორ­წი­ნე­ბის, ჯვრის­წე­რის დროს ეს მად­ლი, რომ თა­ვი­ან­თი ერ­თო­ბა წარ­მარ­თონ სიყ­ვა­რუ­ლით, იყონ ერთ ხორც და ერთ სულ. ამ­რი­გად, ქორ­წი­ნე­ბა­ში ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბაც მთლი­ან­დე­ბა და ეს ერ­თო­ბა მა­რა­დი­უ­ლია, თუ არ და­არ­ღვია ადა­მი­ან­მა. მე­უღ­ლე­ებს ასე­ვე ეძ­ლე­ვათ მად­ლი შვი­ლი­ე­რე­ბის და რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლად აღ­ზარ­დონ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი“, -გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ოჯა­ხი, გარ­და იმი­სა, რომ ეკ­ლე­სი­ის სა­ხეა, სამ­რევ­ლო თე­მის სა­ხეც არის.

"აი, ამ მცი­რე ეკ­ლე­სი­ა­ში ქმა­რი არის რო­გორც მღვდე­ლი, ხოლო ცოლი და დედა, რო­გორც მისი თა­ნა­შემ­წე დი­აკ­ვნის მსა­ხუ­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. შვი­ლე­ბი კი არი­ან მათი სამ­წყსო, ის მრევ­ლი, რო­მე­ლიც მათ ღმერ­თთან უნდა მი­იყ­ვა­ნონ. ეკ­ლე­სი­ის მი­ზა­ნი არის მისი წევ­რე­ბის გა­დარ­ჩე­ნა. ჩვენ ვიკ­რი­ბე­ბით დედა ეკ­ლე­სი­ა­ში, რომ სული გა­და­ვირ­ჩი­ნოთ და სხვებ­საც და­ვეხ­მა­როთ ამა­ში. ასე­ვე, ოჯახ­შიც, მცი­რე ეკ­ლე­სი­ა­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, რომ უყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი და სული გა­და­ირ­ჩი­ნონ. ეს არის სივ­რცე, ძვირ­ფა­სი დებო და ძმე­ბო, რო­მელ­ზეც ამ­ბობს წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი,რომ აი, ამ სუ­ლი­ერ სივ­რცე­ში მკვიდ­რობს უფა­ლი. ეს არის დიდი სკო­ლა სიყ­ვა­რუ­ლის, თავ­გან­წირ­ვის, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის­თვის ლოც­ვით, მოთ­მი­ნე­ბით ურ­თი­ერთ სიმ­ძი­მის ტვირ­თვით ჩვენ ვსწავ­ლობთ სიყ­ვა­რულს, ვიზ­რდე­ბით სუ­ლი­ე­რე­ბა­ში და სულს ვი­ცხო­ნებთ. ამ­დე­ნად, ვი­მე­ო­რებ, რომ ეს არის უდი­დე­სი გან­ძი და ფა­სე­უ­ლო­ბა ღვთის­მი­ერ ბო­ძე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა ერთხელ უნდა შექ­მნას და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვა­ლის ჩი­ნი­ვით უფრთხილ­დე­ბო­დეს, ამი­ტომ ამ­ბობს, უფა­ლი იესო ქრის­ტე, რომ „ვინც ღმერ­თმა შე­ა­უღ­ლა, დაე ნუ გა­ნა­შო­რებს კაცი“ . ამ­დე­ნად, ჩვენ თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში,რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბრძო­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენ მე­ტად გვმარ­თებს,რომ მო­ვუფრ­თხილ­დეთ ოჯახს, ოჯა­ხის სიწ­მინ­დეს, ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ვი­ლო­ცოთ და ვიზ­რუ­ნოთ იმის­თვის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხი გა­დარ­ჩეს და გაძ­ლი­ერ­დეს. სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი შეკ­რე­ბა და ლოც­ვი­თი მსვლე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გე­ბის დროს მე­უ­ფე შიომ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები