„ჩემი ერთადერთი ძმა მტკვარმა წამართვა. უშენოდ მე არავინ ვარ, უტა“ – რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას და

გიორგი ამილახვარი
Aa

14 მაისის ღამით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მტკვარში ავტომობილის გადავარდნის შედეგად დაკარგულ ერთ პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევის დროს დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა უტა ელიავაა, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

უტას და, ანა ელიავა, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოებს აქვეყნებს.

„ჩემი ერთადერთი ძმა მტკვარმა წამართვა. უშენოდ მე არავინ ვარ, უტა, “- წერს გარდაცვლილის და, ანა ელიავა.

ანა სოციალურ ქსელში უამრავ სამძიმარს იღებს. მეგობრები მას გამძლეობას უსურვებენ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები