მარწყვის უგემრიელესი დესერტი, რომლის გაკეთებასაც მხოლოდ 15 წუთი სჭირდება

16-05-2025
გიორგი ზ.
Aa

ინგრედიენტები


ორცხობილა - 200 გრ

მარწყვი - 400 გრ

შაქარი - 100 გრ

ხაჭო - 250 გრ

მომზადების წესი


ორცხობილები დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ბლენდერის თასში და ათქვიფეთ სანამ არ დაიფშვნება.

ღრმა თასში ათქვიფეთ ნაღები 50 გრ შაქართან ერთად, შემდეგ დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ ინგრედიენტები სანამ გლუვი არ გახდება.

გარეცხეთ მარწყვი, მოაშორეთ ფოთლები და დაჭერით ნაჭრებად. მარწყვის ნახევარი შეურიეთ ღრმა თასში მიღებულ ნაღების და შაქრის მასას. დარჩენილი კენკრა შეინახეთ.

აიღეთ დესერტის ფორმები ან პატარა სალათის თასები და დაალაგეთ ინგრედიენტები ფენებად: ორცხობილები, ნაღები და მარწყვი. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

გემრიელი საზაფხულო დესერტი მზად არის.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები