"ნეკნი რომ გაგიტყდა, მაგან გიშველა, შე დედამო****ნულოო და ეს ჩამარტყა" - რას იხსენებს დაზარალებული

15-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

45 წლის მამაკაცი, რომელმაც, ცემის შედეგად, ნეკნის მოტეხილობა მიიღო მძიმე ამბებს იხსნებს.

აღნიშნული ამბავი რამდენიმე თვის წინ, "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამართული აქციების დროს მოხდა.

"(მიკროავტობუსში) მირტყამდნენ თავში. როცა მიხვდნენ, რომ, ხელის აფარების გამო, სახეში ძალიან არ მხვდებოდა, როგორც ბურთს ურტყამენ, ისე გამოიქნია ფეხი გვერდიდან ერთმა და მომარტყა შუბლში, საიდანაც მთელ სიგრძეზე სისხლი წამომივიდა. მერე ნეკნში დამარტყეს, რომელიც, სავარაუდოდ, მაშინვე გამიტყდა, რადგან სპეცრაზმელებმა თავიანთი მძიმე და ძლიერი სამხედრო ფეხსაცმელებით მცემეს. ნეკნი რომ გამიტყდა, ისეთ ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, მერე რომ მეუბნებოდნენ, ადექიო, ვერ ვდგებოდი და, ამის გამო, კიდევ უფრო ძლიერად მირტყამდნენ. კი მინდოდა ადგომა, მაგრამ ფიზიკურად არ შემეძლო. მომაძახეს - იყოს, ამის დედაცო.“

დაზარალებული ასევე შეესწრო სხვა ადამიანების ცემას: 

"ამასობაში, ვეცადე, "მარშუტკის" ბოლოში გადავხოხებულიყავი, თან მირტყამდნენ. ბოლოში რომ მივხოხდი, ემბრიონის პოზაში ვეგდე და მარჯვენა მხარეს ვიწექი. ისევ თავზე მქონდა ხელი აფარებული. ავტობუსში იყვნენ აქციის სხვა მონაწილეები, რომლებიც ასევე ნაცემი და დასისხლიანებული ჰყავდათ მიგდებული. ავტობუსის ბოლოში რომ ვეგდე, აფარებულ ხელებს შორის დავინახე ერთ-ერთი მათგანი და სახეც მახსოვს და ისიც, როგორ გამეტებით ურტყამდნენ."

ავტობუსში მამაკაცი ამოვიდა, რომელმაც უთხრა, რომ ექიმი იყო. ნახა მისი მდგომარეობა და სასწრაფო დახმარების მოსაყვანად წავიდა. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ვიღაც შემოვიდა. დამხედა და, რომ ვერ ვპასუხობდი, წყალი დამასხა სახეზე. ეს უფრო დამცირების მიზნით იყო გაკეთებული, ვიდრე ჩემი გონზე მოყვანისთვის, თან, როგორც მივხვდი, ექიმის ნათქვამს არ ენდობოდა და თვითონაც გადაამოწმა, რამდენად ნაცემი ვიყავი. ამის მერე მითხრა, ნეკნი რომ გაგიტყდა, მაგან გიშველა, შე დედამო****ნულოო და ერთი ფეხი ჩამარტყა.", - იხსენებს დაზარალებული.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები