ინფორმაცია მათთვის, ვინც მიკროავტობუსით სარგებლობს

15-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

1-ელი ივნისიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა ავტოსადგურს ახალი რეგულაციების შესრულება დაეკისრება. სწორედ ამ თარიღიდან ავტოსადგურებს სავალდებულოდ მოუწევთ ფუნქციონირებისთვის საჭირო სერტიფიკატის მიღება და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

როგორც ბიზნესპრესნიუსს საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ქვეყანაში 60-ზე მეტი ავტოსადგური ფუნქციონირებს, რომელთაგან თითოეული უკვე აქტიურად მუშაობს სერტიფიცირების პროცესზე.

სააგენტოს ინფორმაციით, ავტოსადგურების ადმინისტრაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, რათა მოიპოვონ თანხმობა სადგურების განთავსების მიზანშეწონილობაზე, აგრეთვე უზრუნველყონ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სერტიფიკატის მოპოვებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონის ვალდებულება ავტოსადგურებს 2025 წლის 1-ელი ივნისიდან წარმოეშვებათ", - აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, მათივე განმარტებით, ავტოსადგურებს სერტიფიცირების მიღება ვადის ამოწურვის შემდეგაც შეეძლებათ, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ დააკმაყოფილებენ ყველა საჭირო მოთხოვნას.




FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები