"საკუთარ თანამშრომელზე ვერ თქვეს, რომ ნაცემი იყო" - ნანუკა ჟორჟოლიანი იმედზე

14-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი შაკო ნათენაძე გარდაიცვალა. 

შემთხვევის დეტალები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, თუმცა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა იმედის ოფიციალურ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა მამაკაცი "სიცოცხლის გამოწვევებს ვეღარ გაუმკლავდა".

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა "იმედის" განცხადებას და მედიის წიაღში არსებული სიჩუმე, განსაკუთრებით კი გარდაცვლილის კოლეგების მხრიდან გამოხმაურების ნაკლებობა, მწვავედ შეაფასა:

"იმედის თანამშრომელი, ახალგაზრდა ბიჭი ცემისგან მოკლეს. იმედმა გამოაცხადა, გამოწვევებს ვერ გაუძლოო. საკუთარ თანამშრომელზე ვერ თქვეს, რომ ნაცემი იყო. იმედზე ვინც მუშაობთ, ეგ ფული რად გიღირთ? რამდენი ხანი გეყოფათ? ხვალ რას აპირებთ, როცა ცემისგან მოკლული თანამშრომლის ოჯახს თვალებში ვერ ჩახედავთ. თუმცა რა თვალებში, რა თვალებში. უმძიმესია თქვენი რეალობა.", - წერს ნანუკა.




FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები