თუ გაქვთ 1 ცალი ბანანი, მოამზადეთ ეს უგემრიელესი ბანანის ნამცხვარი უნაზესი კრემით

14-05-2025
გიორგი ზ.
Aa

ინგრედიენტები

კრემი


მწიკვი მარილი

ვანილი - გემოვნებით

სიმინდის სახამებელი

შაქარი - 90.00 გ

კვერცხი - 2.00 ც

რძე - 330.00 გ

ცომი


ლიმონის წვენი

მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

ვანილი - გემოვნებით

გამაფხვიერებელი - 1.00 სკ

ფქვილი - 120.00 გ

რძე - 100.00 გ

ბანანი - 1.00 ც

შაქარი - 85.00 გ

კვერცხის ცილა - 4.00 ც

კვერცხის გული - 2.00 ც

მომზადების წესი


კვერცხის ცილა ათქვიფეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი. შემდეგ -შაქარი ეტაპობრივად და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ კვერცხი კარგად ამოვა და გამაგრდება.

კვერცხის გულს შეურიეთ რძე და დაჭყლეტილი ბანანი. კარგად გათქფვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ ამ მასას სილიკონის ან ხის კოვზით ეტაპობრივად შეურიეთ ბეზე.

მასა გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 25-30 წუთით.

ქვაბში მოათავსეთ შაქარი, სიმინდის სახამებელი და შემოდგით ცეცხლზე. დაუმატეთ რძე ეტაპობრივად და გააგრძელეთ მორევა. შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და გამუდმებით ურიეთ. მასა რომ გასქელდება, დაუმატეთ ვანილი და 1-2 წუთში გადმოდგით გაზიდან.

კრემი გადაიტანეთ ჯამში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და კარგად გააგრილეთ. შემდეგ მიქსერით გათქვიფეთ კრემი და გადაანაწილეთ გაგრილებულ ბისკვიტზე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები