როგორ გავალღოთ გაყინული ხორცი - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის რჩევები

გიორგი ამილახვარი
Aa

გაყინული ხორცის გასალღობად ბევრი მეთოდი არსებობს, თუმცა ყველა მათგანი როდია უსაფრთხო. სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვიზიარებს საჭირო რჩევებს ხორცის გასალღობად.

1. მაცივარი ე. წ. + ტემპერატურა გაყინული ხორცის გალღობის საუკეთესო საშუალებაა. ეს პროცესი შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდებს (რამდენიმე საათი), მაგრამ ასე გალღობილი ხორცი უფრო უსაფრთხო და უვნებელია.

2. გამდინარე ცივი წყალიც გაყინული ხორცის გალღობის ერთ-ერთი სწორი პროცესი. მაცივართან შედარებით უფრო მალე ლღვება ხორცი, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხორცი უნდა მოვათავსოთ კონტეინერში, რომ გალღობის შედეგად წარმოქმნილმა ნაწილაკებმა ნიჟარა არ დააბინძურონ.

3. მიკროტალღური ღუმელი - შეგიძლიათ გაყინული ხორცი გალღობის გარეშე პირდაპირ მოამზადოთ.

თქვენ როგორ ალღობთ ხოლმე?



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები