ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტი გაუქმდა - რა განცხადება კეთდება ამ ფაქთან დაკავშირებით

28-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

30 ივნისს, ბათუმში ნუცა ბუზალაძის კონცერტი იყო დაგეგმილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს ღონისძიება გაუქმდა.

ამის შესახებ განცხადებას კლუბ "სფეროს" ადმინისტრაცია აკეთებს.

"მოგესალმებით! როგორც ცნობილია 30 ივნისს კლუბ „სფერო“-ში დაგეგმილი იყო გრანდიოზული გახსნითი ღონისძიება, სადაც სოლო კონცერტს გამართავდა ნუცა ბუზალაძე ბენდ ნიუტონთან ერთად. 

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კლუბი "სფერო"-ს ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გაცნობოთ ჩვენი და ნუცა ბუზალაძის ერთობლივი გადაწყვეტილება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ორმხრივი." - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძის მოსკოვში ჩასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღნიშნული ფაქტიც, სწორედ ამის გამოძახილია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები