"გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება" - გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე

13-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

გა­მო­უშ­ვით ეს ადა­მი­ა­ნე­ბი! ამით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობთ ხელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბულ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს.

მისი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არ იქ­ნე­ბა სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა და ამით მხო­ლოდ და­დე­ბითს მი­ი­ღებს ქვე­ყა­ნაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც.

„გა­მო­უშ­ვით ეს ადა­მი­ა­ნე­ბი! ამით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობთ ხელს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვას. და­მი­ჯე­რეთ, მათი ცი­ხე­ში ყოფ­ნა, მათი და მათი ოჯა­ხე­ბის ცხოვ­რე­ბის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა არ უხა­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს, მათ შო­რის, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, თქვე­ნი მომ­ხრე­ე­ბის დიდ ნა­წილ­საც, რა­საც პირ­და­პირ სა­ვა­რა­უ­დოდ არ გე­უბ­ნე­ბი­ან.

ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არ იქ­ნე­ბა სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, უფრო მე­ტიც, ამის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფონ­ზე, როცა არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­და­ა­მე­ტა ძა­ლა­უფ­ლე­ბას, არ და­გის­ჯი­ათ. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ­გვა­რი სი­ხის­ტე და ადა­მი­ა­ნუ­რი კომ­პრო­მი­სის გა­მო­რი­ცხვა, რის დე­მონ­სტრი­რე­ბა­საც ცდი­ლობთ, არც ბუ­ნებ­რი­ვია და არც მი­სა­ღე­ბი. ასე ხის­ტად და თა­ნაც ცალ­მხრი­ვად სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფოს ვერ ავა­შე­ნებთ, ამით მხო­ლოდ უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდის და უარ­ყო­ფი­თი მუხ­ტის დაგ­რო­ვე­ბას შე­ვუ­წყობთ ხელს.

გა­დად­გით ეს ნა­ბი­ჯი, ამით მხო­ლოდ და­დე­ბითს მი­ი­ღებთ ქვეყ­ნის­თვი­საც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც,“ - მი­მარ­თავს გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები