"თავის თავში ჩაკეტილი ბავშვი იყო... ღამით, როცა ყველამ დაიძინა, მერე გაპარულა სახლიდან" - რას ჰყვებიან ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ 14 წლის მოსწავლეზე
ქუთაისში 14 წლის სკოლის მოსწავლის, ნინო სარალიძის თვითმკვლელობის საქმეს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რატომ მივიდა გოგონა ამ მძიმე გადაწყვეტილებამდე. როგორც ცნობილია, შემთხვევა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში აღმზრდელის ოჯახში იზრდებოდა დასთან ერთად. როგორც ამბობენ, გოგონა ღამის საათებში ჩუმად სახლიდან გავიდა და ტრაგედია დატრიალდა. მომხდარის მიზეზებს იმედია სამართალდამცავები დაადგენენ. ცნობილია ისიც, რომ ძალოვნებმა საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრეს.
"მინდობით პირს ჰყავდა ეს ბავშვი და არ ვიცით რატომ გააკეთა ეს. ვიცი რომ დაღუპული გოგონა მერვე კლასელია, დანარჩენი დეტალი ჩემთვის უცნობია, ძალიან განვიცდი. მომხდარით გაკვირვებული და გაოგნებული ვარ",- თქვა ჩვენთან საუბარში ადგილობრივმა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონა მინდობით აღზრდაში თავის დასთან ერთად იყო. თურმე ამ ტრაგედიის შემდეგ ის მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია და იმედია მასთან ფსიქოლოგი იმუშავებს და ამ მძიმე ტკივილს შეუმსუბუქებს.
- "ვიცნობდი ნინოს, მაგრამ მომხდარზე ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან განვიცდი ამ ფაქტს. ძალიან საყვარელი და კარგი გოგონა იყო. 14 წლის, სამწუხაროდ ამხელა ტრაგედია დატრიალდა და არ ვიცი მიზეზი. ყველანი განვიცდით. ულამაზესი ბავშვი იყო. სიტყვები არ მაქვს, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, რა უჭირდა ბავშვს. ცოტა გულჩათხრობილი, თავის თავში ჩაკეტილი ბავშვი კი იყო, ამიტომ მასთან დიდად არ მქონია ურთიერთობა. რამდენჯერმე მყავს ნანახი, დიალოგში არ შემოდიოდა. როგორც მისი ტოლი თინეიჯერებისგან განსხვავებული არ იყო. ჰყავს და, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა მინდობით აღზრდაში...წაიკითხეთ სრულად