"შორიდან დავინახე და ძალიან მომეწონა, მაგრამ არ მჩვევია, რომ.. - როგორ შეუყვარდა ლუკა ლოჩოშვილს მეუღლე?
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დაუვიწყარი თამაშითა და თავდადებით ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა.
წარმატებული გამოსვლით თითოეულმა მოთამაშემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი პროფესიონალიზმი. გამონაკლისი არც ლუკა ლოჩოშვილია - ნაკრების ერთ-ერთი საყრდენი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად იტალიური კლუბის, "კრემონეზეს" შემადგენლობაში ასპარეზობს.
ლუკა ცოტა ხნის წინ გადაცემაში "ნოესთან" სტუმრად იმყოფებოდა, სადაც კარიერის მიღმა, პირად ცხოვრებაზეც გულწრფელად ისაუბრა. ერთ-ერთ თემად მისი და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია იქცა.
"სალომე პირველად შორიდან დავინახე და მაშინვე ყურადღება მიიქცია, მაგრამ ასეთი ტიპი არ ვარ - იშვიათად მივდივარ უცნობთან საუბრის დასაწყებად... როცა ურთიერთობა დავიწყეთ, თავიდან დიდ მანძილზე გვიწევდა ყოფნა: მე ავსტრიაში ვიყავი, ის თბილისში", - აღნიშნა ფეხბურთელმა.