დიდ ბრიტანეთში პენსიონერების მიერ ქურდობის შემთხვევები დრამატულად გაიზარდა - იპარავენ ძირითადად საკვებს

12-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნი­ის, Kingdom Services Group-ის ცნო­ბით, ცხოვ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბის გამო ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პენ­სი­ო­ნე­რე­ბის მიერ მა­ღა­ზი­ებ­ში ქურ­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. ჯონ ნუს­ბა­უ­მი, კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის თქმით, გაზ­რდი­ლია "ახა­ლი ტი­პის ქურ­დე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა, რად­გან ცხოვ­რე­ბის სიძ­ვი­რე "ადა­მი­ა­ნებს ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის­კენ უბიძ­გებს, რაც მათ არას­დროს ჩა­უ­დე­ნი­ათ".

მთე­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­დან, ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ Kingdom-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 20-30 შე­ტყო­ბი­ნე­ბას იღე­ბენ. ჩი­ვი­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი იმ ადა­მი­ა­ნებს უკავ­შირ­დე­ბათ, "რო­მელ­თაც, უბ­რა­ლოდ, არ აქვთ საკ­ვე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა". ნუს­ბა­უ­მის შე­ფა­სე­ბით, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად და­კა­ვე­ბუ­ლი ქურ­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 5% 50 წელ­ზე მეტი ასა­კი­საა.

ინ­გლის­სა და უელსში პო­ლი­ცი­ის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ქურ­დო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რე­კორ­დულ დო­ნემ­დე ავი­და და, 2024 წელს, სულ 516 971 შემ­თხვე­ვით, პირ­ვე­ლად გა­და­ა­ჭარ­ბა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს - ეს 2023 წელს და­ფიქ­სი­რე­ბულ მო­ნა­ცემ­თან შე­და­რე­ბით 20%-ით მე­ტია. რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი აცხა­დებს, მა­ღა­ზი­ებ­ში საკ­ვე­ბის ქურ­დო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში 2.2 მი­ლი­არდ ფუნტზე მეტი ჯდე­ბა.

გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, 2014 წელს, ინ­გლის­სა და უელსში კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 200 ფუნტზე ნაკ­ლე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ქონ­ლის ქურ­დო­ბის­თვის ადა­მი­ა­ნებს პა­ტიმ­რო­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა შე­უძ­ლი­ათ, სა­ცა­ლო მა­ღა­ზი­ე­ბი იოლ სა­მიზ­ნედ იქ­ცნენ.

"ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან და­ნა­შა­ულ­მა სხვა ხა­რისხს მი­აღ­წია. ახალ ფე­ნო­მენს ვა­წყდე­ბით - იპა­რა­ვენ პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რივ, მა­ღა­ზი­ებ­ში არ ქურ­დობ­დნენ... ამას­თა­ნა­ვე, ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც იყო, რო­დე­საც მა­ღა­ზი­ა­ში შვი­ლებ­თან ერ­თად მყო­ფი დე­დე­ბი იპა­რავ­დნენ სა­ქო­ნელს, - აღ­ნიშ­ნა ნუს­ბა­უმ­მა.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები