ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს მინისტრი პენსიონერმა ხელჯოხით სცემა

12-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი პენ­სი­ო­ნე­რი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. შს მი­ნისტრს ხელ­ჯო­ხით და­ეს­ხა თავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე Сапа Цхинвал ავ­რცე­ლებს.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ე.წ. შს მი­ნის­ტრმა, ალან გუჩ­მა­ზოვ­მა 10 მა­ი­სი ჯა­ვის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ხვცე­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვებს შეხ­ვდა.

შეხ­ვედ­რი­სას კი ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივს შე­ნიშ­ვნა მის­ცა და უთხრა, რომ "ხელს უშ­ლი­და", რის შემ­დე­გაც 68 წლის პენ­სი­ო­ნერ­მა მას რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა ხელ­ზე ჯოხი.

ის და­ა­კა­ვეს და დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ პენ­სი­ო­ნე­რი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები