რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ 12 მაისს?

12-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორ მნიშვნელოვან დღეს ზეიმობს - წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს, რომელიც იმედის დღედ არის გამოცხადებული.

წმინდა ანდრია, რომელიც პეტრე მოციქულის ძმა და იესოს მიერ მოწოდებული პირველი მოწაფე იყო, ამიტომაც მოიხსენიება როგორც "პირველწოდებული", გადმოცემის თანახმად, პირველად დიდაჭარის მიწაზე შემოვიდა და სწორედ აქედან დაიწყო ქადაგება საქართველოში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო. ეს დღე 2019 წელს უკვე ოფიციალურად გამოცხადდა ეროვნული დღესასწაულად – იმედის დღედ, პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების მიღების შემდეგ.

ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 12 მაისს - მისი საქართველოში შემოსვლის თარიღზე და 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალების დღეს.

ამ დღეს მორწმუნეები ილოცებენ შემდეგი სიტყვებით:

ტროპარი წმ. ანდრიასადმი:

ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

მეორე ტროპარი:

ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს, და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები