„ბევრი მწერს წუხილს ღიად თუ პირადად და ბარემ დავწერ“ - რას ამბობს გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

28-06-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოცქსელში წერს:

„ბევრი მწერს წუხილს ღიად თუ პირადად და ბარემ დავწერ: მეც ვისურვებდი, რომ ხვიჩა ამ გამარჯვებისა და ზეიმის მონაწილე ყოფილიყო. მით უფრო, რომ კვარაცხელიას მასშტაბის საფეხბურთო ფიგურა მეოთხედფინალში ძალიან დაგვჭირდება. მაგრამ მისი გადაწყვეტილებისაც მესმის, რადგან არის ბევრი ნიუანსი და მათგან ნაწილზე საკუთარ წერილშიც მიუთითა. მერწმუნეთ, კვარას ახლა ყველაზე მეტად უნდა ამ ბიჭებთან ერთად იყოს, უბრალოდ საფეხბურთო სუპერ-ვარსკვლავის კარიერა, ძალიან ბევრ რთულ დეტალს გულისხმობს - ხვიჩა კი უკვე დადასტურებულად დიდი ფეხბურთელია - მხოლოდ ინდივიდუალური ტიტულებით, ამ ასაკში, ასობით ძალიან ცნობილ მოთამაშეზე მეტი მოახერხა.ცხადია, კრიტიკას არავინ ზღუდავს ანდა რომც უნდოდეს, როგორ იზამს ამას - პრესას და გულშემატკივარს ანრი და ბერგკამპი არ დაუნდია თავის დროზე - თუმცა, მერწმუნეთ, ხვიჩა ოდნავაც არ გაამპარტავნებულა.აქვე, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მწვრთნელს და ფეხბურთელებს, მათ შორის განსაკუთრებით - ვინც შოტლანდიური წყალბურთიდან პირდაპირ, დაუსვენებლად შემოურთდა ახალგაზრდულ ნაკრებს და განუმეორებელი სასწაული შემოგვთავაზა.“


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები