"კინაღამ მოვკვდი, ძალიან გამიჭირდა" - რას ამხელს ზურა შევარდნაძე

11-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ცნობილმა ტელეპერსონამ, ზურა შევარდნაძემ პირველად საჯაროდ ისაუბრა ბარიატრიული ქირურგიის შედეგად მიღწეულ წონაში კლებაზე. როგორც მან გადაცემაში - "პაციენტი" აღნიშნა, წლების განმავლობაში ჭარბ წონას დამოუკიდებლად ვერ ართმევდა თავს, რის გამოც გადაწყვიტა კუჭის ოპერაციის გაკეთება.

"ძალიან ბევრს ვჭამდი და ვერ ვაკონტროლებდი თავს - შოკოლადი, ხილი, ყველაფერი მიმდიოდა. ვდგებოდი და სავარძელი მომყვებოდა", - იხსენებს შევარდნაძე.

ქირურგიული ჩარევა ექიმმა დავით აბულაძემ ჩაუტარა. თუმცა, მისი თქმით, ოპერაციის შემდეგ ძალიან რთული პერიოდი გამოიარა: "60 კილო დავიკელი, მაგრამ წონასთან ერთად ემოციაც დავკარგე. ჩემი პროფესია კი ემოციაზეა დამოკიდებული და ეს კინაღამ დამიღუპა. ახლა, როცა სამი წელია გავიდა, ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდები შინაგან წონასწორობას".

შევარდნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის კონტროლს აქტიურად უთმობს დროს, წელიწადში ორჯერ სრულ პროფილაქტიკურ შემოწმებას იტარებს. მისი თქმით, ანალიზებში ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, მათ შორის ცინკიც.

ტელესახე ყოველდღიურად სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულსაც იღებს: "ყოველთვის მაქვს ცაცხვის, პიტნის ნაყენი, მიყვარს ფარსმანდუკიც. ბარამბოს ჩაის ვსვამ საღამოობით, ზაფხულში ყინულით, ზამთარში კი ცხლად. ზოგჯერ უბრალოდ სმის ფაქტი მსიამოვნებს, და არა მისი კონკრეტული სარგებლიანობა“.

შევარდნაძის თქმით, ეს ყველაფერი მის ახალი ცხოვრების წესს წარმოადგენს, რეჟიმი, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ გაწონასწორებასაც ემსახურება.




FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები