უკვე მეორე დღეა ეძებენ ამ ბიჭუნას, უჩვეულო სახელითა და უჩვეულო დაავადებით
ეკატერინბურგში ექვსი წლის დალერ ბობიევი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა
უკვე მეორე დღეა ეძებენ დაკარგულ ექვსი წლის დალერ ბობიევს. ბავშვი სახლიდან 26 ივნისს, დილის შვიდ საათზე გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერია ცნობილი.
ძებნაში ათობით ადამიანია ჩართული, წერს kp.ru. ადგილობრივი მედია განმარტავს, რომ პატარას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება: მას აქვს დაავადება, რის გამოც შეიძლება ვერ გაიგოს, რომ დაკარგულია. ბიჭი არ გრძნობს არც სიცხეს და არც სიცივეს, მაგრამ ამავე დროს გამძლეა და შეუძლია შორს წასვლა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები