სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ?

10-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, მფარველი ანგელოზი ადამიანის გვერდით მთელი სიცოცხლის განმავლობაში იმყოფება, თუმცა ბევრს აინტერესებს, თუ სად მიდის ის ადამიანური სული სიკვდილის შემდეგ რომ ტოვებს სხეულს?

დეკანოზი ანდრია კემულარია ამ კითხვაზე პასუხს მფარველი ანგელოზის კანონიდან იღებს და განმარტავს:

"მესამე საათის მე-7 გალობის პირველ ტროპარში ნათქვამია: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა, ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმერთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე."

ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მფარველი ანგელოზი ადამიანს არ ტოვებს არც გარდაცვალების შემდეგ – ის მასთან რჩება უკუნისამდე, რაც ქრისტიანული სწავლების მიხედვით მოიაზრებს მარადიულ ცხოვრებას და მეორედ მოსვლასაც.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები