რატი ამაღლობელი: "ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე..."

09-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

თით­ქოს ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ით­ქვა, მაგ­რამ არის დღე­ე­ბი, რო­დე­საც ჩვენ უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ის იდე­ა­ლე­ბი, ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რის­თვი­საც ვიბ­რძვით. არის ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მი და ჩვენ ვდგა­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე, ჩვენ ვდგა­ვართ ჩვე­ნი სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხაზ­ზე, - ასე მი­მარ­თა ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პო­ეტ­მა რატი ამაღ­ლო­ბელ­მა.

ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნე­ბით გა­იხ­სნა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კი ან­თე­ბუ­ლი ფან­რე­ბით შე­ე­გებ­ნენ აქ­ცი­ის და­წყე­ბას.

"მო­გე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო, ყვე­ლა­ზე მებ­რძო­ლო სა­ქარ­თვე­ლო, მტკი­ცე სა­ქარ­თვე­ლო, გა­უ­ტე­ხე­ლო სა­ქარ­თვე­ლო, სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე სა­ქარ­თვე­ლო, გა­მარ­ჯვე­ბის­თვის მზად მყო­ფო სა­ქარ­თვე­ლო!

ჩვენ უკვე, მე­ო­რე წე­ლია, საპ­რო­ტეს­ტო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა აღ­ვნიშ­ნავთ ერ­თად, ევ­რო­პის დღეს აი, აქ, ამ ად­გილ­ზე. გახ­სოვთ შარ­შან­დე­ლი დღე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე, დღე, რო­დე­საც ჩვენ, ყვე­ლამ ერ­თად მტკი­ცე „კი” ვუ­თხა­რით ევ­რო­პას და ვუ­თხა­რით თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს და სიმ­ბო­ლურ­ზე უფრო მე­ტია, რომ მე­ო­რე წე­ლია, ჩვენ აქ ვიკ­რი­ბე­ბით ევ­რო­პის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ამ ად­გილ­ზე, სა­დაც არა­ერ­თხელ და­ი­წე­რა და აღ­სრულ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. ად­გი­ლი, რო­მე­ლიც სავ­სეა ჩვე­ნი გმი­რე­ბის ხმით, ჩვე­ნი გმი­რე­ბის ის­ტო­რი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ის­ტო­რი­ით, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­ით.

ჩვენ დაგ­ვცქე­რი­ან ტაძ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, ყვე­ლა­ნი ერ­თად სიმ­ბო­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს ბრძო­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის. რო­დე­საც ნანა დე­დო­ფალ­მა და მი­რი­ან მე­ფემ მი­ი­ღეს ქრის­ტი­ა­ნო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო სა­ბო­ლოო და­უ­კავ­შირ­და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას, კა­ცობ­რი­ო­ბას, კულ­ტუ­რას, გან­ვი­თა­რე­ბას. ქა­ლა­ქის ეს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი სავ­სეა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, სავ­სეა ის­ტო­რი­ით, სავ­სეა მრა­ვალ­მხრი­ვო­ბით - აი, ეს პა­ტა­რა ად­გი­ლი არის პა­ტა­რა ევ­რო­პა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც თა­ნა­ცხოვ­რობს უამ­რა­ვი კულ­ტუ­რა, რე­ლი­გია და ატა­რებს ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს, ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოს, სიმ­ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლი­სა და მისი კულ­ტუ­რუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, რო­მე­ლიც მო­დის და­უ­ღა­ლა­ვად და მო­დის დღემ­დე.

თით­ქოს ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ით­ქვა, მაგ­რამ არის დღე­ე­ბი, რო­დე­საც ჩვენ უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ის იდე­ა­ლე­ბი, ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რის­თვი­საც ვიბ­რძვით. არის ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მი და ჩვენ ვდგა­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე, ჩვენ ვდგა­ვართ ჩვე­ნი სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხაზ­ზე!

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყო და ინარ­ჩუ­ნებ­და სა­კუ­თარ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, აი, ამ ხიდ­ზე და ძველ ხიდ­ზე, რო­მე­ლიც აქ იყო, გა­დი­ო­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გზა. აი, აქ იკ­რი­ბე­ბო­და და თავს იყ­რი­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გზე­ბი, შე­მო­დი­ო­და დიდი სა­ქა­რავ­ნო გზე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აკავ­ში­რებ­და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან, ევ­რო­პას­თან და აქე­დან შავი ზღვის გავ­ლით მოძ­რა­ობ­და კა­ცობ­რი­ო­ბა, მოძ­რა­ობ­და სამ­ყა­რო, მოძ­რა­ობ­და ეკო­ნო­მი­კა, მოძ­რა­ობ­და კულ­ტუ­რა და სა­ქარ­თვე­ლო იყო ღია მთე­ლი სამ­ყა­როს­თვის და ეს იყო მისი ძალა.

რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო კარ­გავ­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მას ეპატ­რო­ნე­ბო­და უცხო ძალა, ეს გზე­ბი იკე­ტე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო ექ­ცე­ო­და იზო­ლა­ცი­ა­ში და ეკო­ნო­მი­კის, კულ­ტუ­რის, გან­ვი­თა­რე­ბის ნაც­ვლად, ამ გზებ­ზე წი­თე­ლი ტე­რო­რი და­დი­ო­და. ჩვენ აღარ და­ვუშ­ვებთ ამ ტე­რორს!

დღეს, ევ­რო­პის დღეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჩვე­ნი იდე­ა­ლე­ბი - სიყ­ვა­რუ­ლის, მე­გობ­რო­ბის, რწმე­ნი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. სწო­რედ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გამო, ჩვენ დღეს, სა­უ­ბე­დუ­როდ, გვყავს სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი, მაგ­რამ ეს ხალ­ხი, თა­ვი­ანთ ოჯა­ხებ­თან ერ­თად, თა­ვი­ანთ მშობ­ლებ­თან ერ­თად ას­ხი­ვე­ბენ სიმ­ტკი­ცეს, ას­ხი­ვე­ბენ იმედს, ას­ხი­ვე­ბენ ძა­ლას, დი­დე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მათ!” - მი­მარ­თა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რატი ამაღ­ლო­ბელ­მა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები