"შემთხვევით მოისმინა, რომ ვიღაც ხუნდაძეს ბავშვი გაუშვილეს..." - ქალის თქმით, 21 წლის წინ უთხრეს, რომ ტყუპი დაეღუპა, თუმცა ახლა შეიტყო, რომ ბავშვი გააშვილეს: მორიგი დაუჯერებელი ისტორია

08-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

უკვე წლე­ბია რაც "ჩვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვის“ თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავს. რო­დე­საც გგო­ნია, რომ თით­ქოს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძი­სა და მისი ჯგუ­ფის "ვე­ძებ“ სა­შუ­ა­ლე­ბით ყვე­ლა გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი ჩვი­ლის ის­ტო­რია მო­ის­მი­ნე, ყვე­ლა იმ დე­დის, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ყი­დულ შვილს ეძებს, რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წინ არის.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯგუ­ფი "ვე­ძებ“ კი­დევ ერთ შემ­ზა­რავ ის­ტო­რი­ას აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად სამ­ტრე­დი­ის სამ­შო­ბი­ა­როს ბნელ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ხდის ფარ­დას. სამ­შო­ბი­ა­რო ახლა აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ლაივ ჩარ­თვა­ში მო­ქა­ლა­ქე ბელა ხუნ­და­ძემ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვი უამ­ბო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს მო­რი­გი ის­ტო­რი­აა, რო­მელ­მაც მსმე­ნე­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო.

თით­ქმის ორი ათწლე­უ­ლის შემ­დეგ, ქალ­მა შე­ი­ტყო, რომ მისი ერთ-ერთი ტყუ­პი, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­უშ­ვი­ლეს. ბე­ლას ახლა ძვე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი გა­უ­ცო­ცხლდა და ასე­ვე და­კარ­გუ­ლი შვი­ლის პოვ­ნის იმე­დი გა­უჩ­ნდა.

რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი?

სამ­ტრე­დი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ბელა ხუნ­და­ძემ 2004 წელს ტყუ­პი გა­ა­ჩი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მას შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ერთი ახალ­შო­ბი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და სახ­ლში ერთი ქა­ლიშ­ვი­ლით დაბ­რუნ­და. წლე­ბის შემ­დეგ, მას კი­დევ ოთხი გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, ხოლო 21 წლის შემ­დეგ მე­ხუ­თე შვი­ლი - ბიჭი შე­ე­ძი­ნა. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ტყო ბე­ლამ შემ­თხვე­ვით, რომ მისი ერთ-ერთი ტყუ­პი, რო­მე­ლიც მკვდრად გა­მო­ა­ცხა­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­უშ­ვი­ლეს.

ბელა იხ­სე­ნებს, რომ სამ­შო­ბი­ა­რო, სა­დაც იმ­შო­ბი­ა­რა, დიდი ხნის წინ და­იწ­ვა და არ­ქი­ვი არ არ­სე­ბობს. ინ­ფორ­მა­ცია გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ მან შემ­თხვე­ვით შე­ი­ტყო სხვა ქა­ლის­გან, რო­მელ­საც იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვი აღ­რი­ცხვა­ზე ჰყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი და მო­ის­მი­ნა სა­უ­ბა­რი ხუნ­და­ძის შვი­ლის გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჯგუფ­ში "ვე­ძებ“ გა­მოქ­ვეყ­ნდა ანო­ნი­მუ­რი პოს­ტი, რომ­ლის ავ­ტო­რიც ბელა და მა­მუ­კა ხუნ­და­ძე­ებს ეძებ­და, თუმ­ცა, პოს­ტი მალე წა­ი­შა­ლა და ვერ მო­ა­ხერ­ხეს ამ ადა­მი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბა. თა­მუ­ნა მო­უ­წო­დებს ამ ანო­ნი­მურ პირს, თუ ნა­ხავს ლაივ ჩარ­თვას, და­უ­კავ­შირ­დეს ჯგუ­ფის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვით, რათა ინ­ფორ­მა­ცია ოჯახს მი­ა­წო­დონ.

ბელა ჰყვე­ბა, რომ იმ პე­რი­ო­დის სამ­შო­ბი­ა­როს პერ­სო­ნა­ლი გარ­დაც­ვლი­ლია. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ იმ სამ­შო­ბი­ა­როს გი­ნე­კო­ლო­გე­ბი და­ა­კა­ვეს, რად­გან გა­მოვ­ლინ­და 50-მდე ბავ­შვის მო­პარ­ვი­სა და გაშ­ვი­ლე­ბის ფაქ­ტი. ბელა ვა­რა­უ­დობს, რომ ერთ-ერთი ამ ბავ­შვე­ბი­დან შე­საძ­ლოა, მისი შვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ქა­ლის თქმით, ყო­ველ­თვის გრძნობ­და შვი­ლის არ­სე­ბო­ბას და ახლა მისი პოვ­ნის სურ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უმ­ძაფ­რდა. მას სურს ერთხელ მა­ინც ჩა­ე­ხუ­ტოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მი­ი­ღებს თუ არა მას შვი­ლი. ბე­ლამ უკვე გა­ი­კე­თა დნმ-ის ტეს­ტი და პა­სუხს ელო­დე­ბა. თა­მუ­ნა იმე­დოვ­ნებს, რომ გაშ­ვი­ლე­ბულ ბავ­შვსაც ექ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი ტეს­ტი.

ბე­ლას ყო­ველ­თვის სჯე­რო­და, რომ მისი შვი­ლი ცო­ცხა­ლი იყო და მოჰ­პა­რეს, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­შვი­დებ­დნენ და ურ­ჩევ­დნენ, ამ თე­მა­ზე ხში­რად არ ეფიქ­რა. მისი თქმით, რო­გორც კი სა­კუ­თარ თავს მო­ე­რია, მა­შინ შე­ი­ტყო, რომ მისი შვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი წელი გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნა, ნამ­დვი­ლად ცო­ცხა­ლია.

ბელა 18 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად იმ­შო­ბი­ა­რა. ტყუ­პე­ბი სა­კე­ის­რო კვე­თით და­ი­ბად­ნენ. ოჯახს ახლა დიდი იმე­დი აქვს, რომ წლე­ბის წინ გაშ­ვი­ლე­ბულ ტყუ­პის­ცალს იპო­ვის.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები