თბილისის მერია გლდანის რაიონში, ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს - ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

08-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა სან­დრო ახ­მე­ტე­ლის (ყო­ფი­ლი აკა­კი ვა­სა­ძის) ქუ­ჩის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას იწყებს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ეტა­პად ჩა­ტარ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პირ­ველ ეტაპ­ზე, ქუ­ჩა­ზე წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ქსე­ლი შე­იც­ვლე­ბა, რის შემ­დე­გაც საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­წეს­რიგ­დე­ბა. კერ­ძოდ, სა­ჰა­ე­რო ელექტრო­სა­დე­ნე­ბი მი­წის­ქვე­შა კა­ბელ-არ­ხებ­ში გან­თავ­სდე­ბა, 15 000 კვ. მეტრ ფარ­თობ­ზე კი საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა.

„გარ­და ამი­სა, შე­იც­ვლე­ბა გარე გა­ნა­თე­ბის ქსე­ლი და და­მონ­ტაჟ­დე­ბა ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი LED სა­ნა­თე­ბი. გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­მო­ი­ყო­ფა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ზოლი, და­ი­ხა­ზე­ბა ზებ­რა-გა­და­სას­ვლე­ლე­ბი და მო­ე­წყო­ბა სა­პარ­კინ­გე სივ­რცე­ე­ბი.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბიც. სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტირ­დე­ბა და გა­ნახ­ლდე­ბა ამა­ვე ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი სკვე­რე­ბი.

და­გეგ­მი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, ახ­მე­ტე­ლის ქუ­ჩა­ზე, 9 მა­ი­სის 10:00 სა­ა­თი­დან ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა. კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­და­ად­გი­ლე­ბას შეძ­ლებს გზის ერთ გა­ნა­პი­რა ზოლ­ში ორ­მხრი­ვად - ომარ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან ქერ­ჩის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გზის მარ­ცხე­ნა მხა­რეს.

შე­ზღუ­დულ მო­ნაკ­ვეთ­ში, ომარ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან ქერ­ჩის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, პე­რი­მეტრზე გან­თავ­სე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ში­და­სა­უბ­ნო გზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ფორე მო­სუ­ლიშ­ვი­ლი­სა და ქერ­ჩის ქუ­ჩებს, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის ქუ­ჩის თა­ვი­სუ­ფალ მო­ნაკ­ვეთ­თან აკავ­ში­რებს.

გარ­და ამი­სა, სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, ღა­მის სა­ა­თებ­ში, 00:30-დან 06:00 სა­ა­თამ­დე, პე­რი­ო­დუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გა­და­ად­გი­ლე­ბა სან­დრო ახ­მე­ტე­ლის ქუ­ჩის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ში. ასეთ დროს, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­მოვ­ლი­თი გზე­ბი - ქერ­ჩი­სა და ფორე მო­სუ­ლიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით.

თბი­ლი­სის მე­რია ბო­დიშს გიხ­დით სა­მუ­შა­ო­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო!“ - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები