"შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია... ასევე შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გავუყინოთ" - ევროკომისარი მარტა კოსი

29-04-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზაა, არ ვე­სა­უბ­როთ, მაგ­რამ რომ ესა­უბ­როთ, უნდა იცო­დეთ, რისი შე­თა­ვა­ზე­ბა შე­გიძ­ლი­ათ და მე­ო­რე მხა­რე რა­ზეა წამ­სვლე­ლი, - ასე პა­სუ­ხობს გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მი­სა­რი მარ­ტა კოსი „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ კი­თხვას, გა­ნი­ხი­ლა­ვენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან სა­უბ­რის ხე­ლახ­ლა და­წყე­ბას და მა­ღა­ლი რან­გის კონ­ტაქ­ტე­ბის აღ­დგე­ნას გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე.

ამას­თან, ევ­რო­კო­მის­რის თქმით, "შე­საძ­ლოა, და­სა­წყის­ში სა­უ­ბა­რი არა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, არა­მედ და­ბა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­ი­წყოს“.

„ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზაა, არ ვე­სა­უბ­როთ, მაგ­რამ რომ ესა­უბ­როთ, უნდა იცო­დეთ, რისი შე­თა­ვა­ზე­ბა შე­გიძ­ლი­ათ და მე­ო­რე მხა­რე რა­ზეა წამ­სვლე­ლი. ასე რომ, ახლა იმის გან­ხილ­ვა­ში ვართ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­ვა­კე­თოთ, ეს დი­ა­ლო­გი ვა­წარ­მო­ოთ იმ აზ­რით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პულ გზა­ზე და­ვაბ­რუ­ნოთ. რო­გორც ვთქვი, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვია, არ ესა­უბ­რო. მაგ­რამ ჩვენ ვე­სა­უბ­რე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ბევრ სხვა ქვე­ყა­ნას, რო­მელ­თაც არ გა­აჩ­ნი­ათ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. სა­ქარ­თვე­ლოს კვლავ აქვს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. თურ­ქე­თის კან­დი­და­ტო­ბა ჩიხ­შია, 2019 წლი­დან მათ­თან არ გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, მაგ­რამ სულ ახ­ლა­ხან და­ვი­წყეთ დი­ა­ლო­გი უმაღ­ლეს დო­ნე­ზე.

ვფიქ­რობ, უნდა ვიფრ­თხი­ლოთ, შე­საძ­ლოა, და­სა­წყის­ში უმაღ­ლეს დო­ნე­ზე არა, შე­საძ­ლოა, და­ბა­ლი რან­გით და­ვი­წყოთ, მაგ­რამ შემ­დეგ ვნა­ხოთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ სა­კი­თხის გან­ვი­თა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მარ­ტა კოს­მა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ევ­რო­კო­მი­სარ­მა „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს და­კარ­გვას ვერ და­უშ­ვებს.

„მე არ მომ­წონს, რო­დე­საც მთავ­რო­ბა სათ­ვა­ლავ­ში არ იღებს ხალ­ხს. [ქარ­თვე­ლი] ხალ­ხის დიდი სურ­ვი­ლია ევ­რო­პუ­ლი გზით სი­ა­რუ­ლი. ამა­ზე კვლავ ვი­მუ­შა­ვებთ. ვერ მი­ვი­ღებ, რომ შე­იძ­ლე­ბა დავ­კარ­გეთ სა­ქარ­თვე­ლო, თუნ­დაც მთავ­რო­ბა ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით იღებ­დეს კა­ნო­ნებს, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და მარ­ტა კოს­მა.

ამას­თან, რო­გორც მან „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, შე­საძ­ლოა „სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი გა­ი­ყი­ნოს“.

"შე­იძ­ლე­ბა, ვთქვათ, უკან წა­ვი­ღოთ სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ და­ვა­ზი­ა­ნებთ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას. შემ­დეგ, გვაქვს ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა (DCFTA). შე­იძ­ლე­ბა, ამ შე­თან­ხმე­ბას გა­დავ­ხე­დოთ. შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს კვლავ აქვს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა ეს გავ­ყი­ნოთ, ისე­თი ჩიხი შევ­ქმნათ, რო­გო­რიც თურ­ქეთ­თან. ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მე არ მომ­წონს, რო­დე­საც მთავ­რო­ბა სათ­ვა­ლავ­ში არ იღებს ხალ­ხს. [ქარ­თვე­ლი] ხალ­ხის დიდი სურ­ვი­ლია ევ­რო­პუ­ლი გზით სი­ა­რუ­ლი. ამა­ზე კვლავ ვი­მუ­შა­ვებთ. ვერ მი­ვი­ღებ, რომ შე­იძ­ლე­ბა დავ­კარ­გეთ სა­ქარ­თვე­ლო, თუნ­დაც მთავ­რო­ბა ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით იღებ­დეს კა­ნო­ნებს, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ვცა­დეთ, დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა სან­ქცი­ე­ბი, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა, წევრ ქვეყ­ნებს შო­რის არ არის ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა. დიახ, ჩვენ ვცა­დეთ ეს [და არ გა­მოგ­ვი­ვი­და], მაგ­რამ არი­ან ცალ­კე­უ­ლი წევ­რი ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თაც შე­მო­ი­ღეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი“, - თქვა მარ­ტა კოს­მა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები