"სეზონები თითქმის წაიშალა... შესაძლოა, დეკემბერ-იანვარში ტემპერატურამ მოიმატოს" - როგორი ზამთარი გველის საქართველოში

21-11-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
"სეზონები თითქმის წაიშალა... შესაძლოა, დეკემბერ-იანვარში ტემპერატურამ მოიმატოს" - როგორი ზამთარი გველის საქართველოში

1,5 გრა­დუ­სით ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­დე­გია, თუ პი­რი­ქით, არ ას­რუ­ლებ­დნენ და ამან გა­მო­იწ­ვია?

- ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დრო­ში იყო გა­წე­რი­ლი. ყვე­ლა­ზე მკაც­რი 2030 წე­ლია ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კურ სექ­ტორ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მოო სექ­ტო­რებ­ში. ინერ­გე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რაც უფრო ნაკ­ლე­ბად მო­ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას გა­რე­მო­ზე და უფრო მე­ტად შე­ამ­ცი­რებს სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის გა­ჩე­ნას. ახლა ყვე­ლა ქვე­ყა­ნას მო­ე­თხო­ვე­ბა ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ეტა­პობ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბა, რად­გან თუ ტემ­პე­რა­ტუ­რამ 3 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტა, დე­და­მი­წა­ზე შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა. მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დნე­ბა მყინ­ვა­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცენ­ტრა­ლურ კავ­კა­სი­ონ­ზე ერთი მე­სა­მე­დით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი მყინ­ვა­რის სა­ფა­რი, რა­მაც ის ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი გა­ა­აქ­ტი­უ­რა, რაც გა­სულ წელს გვქონ­და შო­ვის ტრა­გე­დი­ის სა­ხით.მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მელ­თაც იწ­ვევს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა გახ­შირ­დეს.

kvirispalitra


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები