ახლა კი უკვე ზამთარი ნამდვილად კარს გვიმტვრებს - სინოპტიკოსები მოსალოდნელ ამინდზე გვაფრთხილებენ

18-10-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
ახლა კი უკვე ზამთარი ნამდვილად კარს გვიმტვრებს - სინოპტიკოსები მოსალოდნელ ამინდზე გვაფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები