შესაძლოა, გათბობის ჩართვაც დაგვჭირდეს - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი 21 სექტემბერს ამინდი მკვეთრად გაუარესდება.
„21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში შესაძლებელია ძლიერი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები