ზამთარი უკვე აქაა - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

11-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
ზამთარი უკვე აქაა - სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან, 13 სექტემბრის დღის ბოლომდე, საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლოა წყალმოვარდნები გამოიწვიოს:

„12 სექტემბრის დღის ბოლოდან 13 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

(საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები