ბათუმის-თბილისის მატარებელი დაეჯახა და 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა - უმძიმესი შემთხვევა თბილისში
სარკინიგზო ავარიის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა. ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი ამ დროისთვის გაჩერებულია.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, დაღუპულები მათი თანამშრომლები იყვნენ.
„დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან.
მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები