18 სექტემბერს და 2 ოქტომბერს - ეს 2 თარიღი წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მიზეზი ესაა

02-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
18 სექტემბერს და 2 ოქტომბერს - ეს 2 თარიღი წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მიზეზი ესაა

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას აქვეყნებს.იგი მზისა და მთვარის დაბნელების შესახებ საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„18 სექტემბერს და 2 ოქტომბერს იქნება მთვარის და მზის დაბნელება, ეს მოვლენა კი ადამიანზე მაშინ ახდენს გავლენას როცა ეს მოვლენა ისახება მის პირად ჰოროსკოპზე. 

მთვარის დაბნელება არის თევზებში და ბუნებრივია, რომ იგი ყველაზე მეტად თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შეეხება, და მათ ვისაც პირად ჰოროსკოპში მთვარე ჰყავს თევზებში. 

მთვარე თევზებში ეს არის ჰიპერემოციურობა, 18 სექტემბრიდან კი მინიმუმ 2 კვირა და მაქსიმუმ 1 თვე იქნება ემოციური პერიოდი.

მზე და პლანეტა მერკურიც იმყოფება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც მართავს მიმდინარე პროცესებს. 

სექტემბრის მეორე ნახევარი და ოქტომბრის პირველი ნახევარი ბევრ ადამიანს გამოაფხიზლებს და ეს იქნება ე.წ შემოლაწუნების პერიოდი. 

მზის დაბნელების პერიოდი არის რთული, რომელიც მნიშვნელოვანია ზოდიაქოს შემდეგი ნიშნებისთვის - თევზი, ქალწული, ტყუპები და მშვილდოსანი. თქვენ ცხოვრებაში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შესაძლოა დაიყოს ცვლილებები, რომელიც შეცვლის თქვენ ცხოვრებას. 

მთვარის დაბნელება კი მნიშვნელოვანი იქნება - სასწორისთვის, კირჩხიბისთვის, თხის რქისთვის და ვერძისთვს. თქვენ მოგიწევთ წინაღობების გადალახვა და გექნებათ ძალა, რომ გადალახოთ ეს ყველაფერი და წარმატებას მიაღწიოთ“, - ამბობს ასტროლოგი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები