რატომ არ შეიძლება გაჩუქონ ნახევრად ძვირფასი ქვები, ბეჭდები, ჯვარი - „არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ გზაჯვარედინთან, სასაფლაოსთან დაგდებულ მეტალებს“
ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.
„რატომ არ შეიძლება გაჩუქონ ნახევრად ძვირფასი ქვები, ბეჭდები, ჯვარი. ან თუ გაჩუქებენ, მათი გასუფთავება აუცილებელია.
ჯვარს რაც შეეხება, თუ ის გამოყენებულია ჯადოსთვის, მაგიისთვის, მას შეუძლია თქვენზე გადმოიტანოს მთელი უბედურება.
ყურადღებით იყავით ნივთებთან, ასევე ქუჩაში დაგდებულ მონეტებთან, არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ გზაჯვარედინიდან, სასაფლაოსთან დაგდებულ მეტალებს.
ბევრ თქვენგანს საძინებელში აქვს ნემსები, ძაფები, მაკრატელი, ეს არ შეიძლება. ნუ გააჩერებთ საძინებელ ოთახში მათ, რადგან ეს წარმატებას ბლოკავს. საძინებელში ფეხსაცმლის შელაგება მიუღებელია და ბლოკავს ფინანსურ კეთილდღეობას. საფულის დადება მაგიდაზე არ შეიძლება, რადგან ფულის ენერგია მაგიდისთვის არ არის“, - ამბობს გოგა მანია.