"მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა..." - სახიფათო ინფორმაცია რიკოთის გვირაბთან დაკავშირებით
რაც შეეხება პროგნოზებს, 2024 წლისათვის, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, წინა წლების მსგავსად, ახლაც მოსალოდნელია მეწყრული- გრავიტაციული პროცესების აქტივიზაცია, რასაც ძირითადად ზამთარსა და გაზაფხულზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა განაპირობებს.
ამასთან, პირველ რიგში, რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალის მიდამოებში არსებული კლდე-ზვავის ტიპის მეწყრების გააქტიურება და გამოფიტული მასის ჩამოცვენა მდინარე ჩუმათელეთის ორივე ფერდობზე ისევ აქტიური იქნება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები იარსებებს უსახელო ღვარცოფულ ხევში, რომელმაც 2011 წელს ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. „პრობლემა კვლავ რჩება, რადგანაც ხევში წაქცეულ ხეებთან ერთად უამრავი გამოფიტული მასალაა ჩალექილი და ამ მასის ამოძრავების შემთხვევაში შესაძლებელია, ახალი ექსრემალური სიტუაციის მიღება“,- ნათქვამია დოკუმენტში.
ბიულეტენში რიკოთის გვირაბის კონკრეტულ უბნებზეა საუბარი, სადაც სტიქიური მოვლენების განვითარების ალბათობა დიდია. კერძოდ:
რისკის გვირაბის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალი (მდ. ჩუმათელეთის მარცხენა ბორტი) - მეწყერი, საშიშროების რისკი საშუალო;
რიკოთის უღელტეხილის მიდამოები (მდ. ჩუმათელეთის მარჯვენა უსახელო შენაკადი) - ღვარცოფი, საშიშროების რისკი მაღალი (დაკავშირებულია უხვი ნალექების მოსვლასთან);