მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით უდიდესი და აქამდე უცნობი წინასწარმეტყველება გავრცელდა

20-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით უდიდესი და აქამდე უცნობი წინასწარმეტყველება გავრცელდა

უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მამას საკმაოდ უცნაური სიზმარი ჰქონდა. ეს მოხდა ილია მეორის ბავშვობაში. ამ სიზმრის შესახებ თვითონ პატრიარქი ყვება.

მსოფლიო ნადგურდებოდა და ირგვლივ სრული ქაოსი იყო. ილია მეორეს მამასთან ერთად იდგა თავის მშობლიურ სოფელში პატარა მთაზე ხალხის გარემოცვაში. გამოჩნდა მაცხოვარი. იესო ხალხს გამოეყო და პირდაპირ მამა-შვილისკენ გაემართა.

ის მივიდა მათთან, ილიას შეხედა და უთხრა, რომ მას უნდა მოექცია ხალხი და სწორედ ის უნდა გაძღოლოდა ხალხს. ამ სიზმრის შემდეგ იმ ადგილას ააგეს პირველი და ერთადერთი მეორედ მოსვლის ნიშა მთელს ქრისტიანულ სამყაროში და ამბობენ, რომ მეორედ მოსვლისას ქრისტიანიმართლმადიდებელი ქართველები ილია მეორეს წინამძღოლობით სწორედ ამ მთაზე შეიკრიბებიან.

ქრისტე სწორედ აქ, საქართველოში, სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონის სოფელ აჩხოტში მოვა. ამ სიზმრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორედ მოსვლა ილია მეორეს სიცოცხლეში მოხდება. უწმინდესი და უნეტარესი თავადაც ხშირად იმეორებს ხოლმე რომ “ახლოა ჟამი”.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები