ძალიან მძიმე დღეები ივლისში – როდის უნდა ველოდოთ მაგნიტურ ქარიშხლებს

11-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
ძალიან მძიმე დღეები ივლისში – როდის უნდა ველოდოთ მაგნიტურ ქარიშხლებს

არტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგნიტური ქარიშხალი არის დედამიწის მაგნიტურ ველში მკვეთრი ცვლილებები, რომელსაც მზის გაზრდილი აქტივობა იწვევს. ამ მოვლენებს კოსმოსური კვლევის ინსტიტუტსა და მზე-ხმელეთის ფიზიკის ინსტიტუტში სწავლობენ. მაგნიტურ ქარიშხალს ექსპერტები 10-ბალიანი სკალით აფასებენ, სადაც ხუთბალიან და უფრო ძლიერ ქარიშხლებს G1-დან G5-მდე კატეგორია ენიჭებათ.

ივლისშიც მოსალოდნელია გაზრდილი გეომაგნიტური აქტივობის რამდენიმე პერიოდი.

ივლისის მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი ასე გამოიყურება:

თვის პირველი ნახევარი საკმაოდ მშვიდი იქნება. 13 ივლისამდე პერიოდში შესაძლებელია მცირე გეომაგნიტური ინციდენტები, მაგრამ ისინი არ იმოქმედებენ თქვენს გუნება-განწყობასა და ჯანმრთელობაზე.

14 ივლისს მზის ასტრონომიის ლაბორატორია პროგნოზირებს 3-ბალიან მზის აღშფოთებას, მაგრამ მაგნიტოსფერო მშვიდი დარჩება.

თვის შუა რიცხვებში მეტეოდამოკიდებული ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ: 15 ივლისს 4-ბალიანი მაგნიტური ქარიშხალი გველოდება აღშფოთებული მაგნიტოსფეროთი, თუმცა ეს პერიოდი ერთ დღეს გაგრძელდება და უკვე 16 ივლისს მაგნიტური აქტივობა 3 ბალითაა შეფასებული.

17-დან 19 ივლისამდე გეომაგნიტური არეულობა გაგრძელდება, ქარიშხალი 2 ბალამდე შემცირდება, მაგნიტოსფერო კი სიმშვიდეს შეინარჩუნებს.

„ქარიშხლის“ პერიოდი ივლისის მეორე დეკადაშიც გაგრძელდება. მცირე აქტივობაა ნავარაუდევი 20-დან 21 ივლისამდე – მაგნიტური ქარიშხალი 3-ბალიანი იქნება, მაგრამ მაგნიტოსფერო მშვიდია.

22-დან 23 ივლისამდე ისევ მშვიდ მაგნიტოსფეროს ველოდებით და გეომაგნიტური აქტივობა კი 2-ბალიანი იქნება.

როგორ მოქმედებს მაგნიტური ქარიშხლები ადამიანის ჯანმრთელობაზე

ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენას სწავლობს ცალკე სამეცნიერო მიმართულება – ჰელიობიოლოგია, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა კავშირში ადამიანის დაავადებების განვითარებასთან მზის აქტივობის ცვლილებები და გეომაგნიტური ქარიშხლები.

გეომაგნიტური ქარიშხლის ზემოქმედება ყველაზე ხშირად ვლინდება ამინდზე დამოკიდებულ და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებში.

მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

თავის ტკივილი

სისუსტე

თავბრუსხვევა

გულისრევა

სახსრებისა და კუნთების ტკივილი

არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა

ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)

ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან

გააკონტროლეთ არტერიული წნევა;

თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);

თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;

შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;

დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ მაინცდამაინც ტკბილი გიყვართ, თაფლით დაატკბეთ;

რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;

მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები