2024 წლის ყველაზე კარგი და ცუდი ავიაკომპანიების TOP-10

07-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ბელგიის წამყვანი ავიაკომპანია Brussels Airlines -ი 2024 წელს საუკეთესო ავიაკომპანიად იქნა აღიარებული, მაშინ როდესაც ტუნისის ეროვნული გადამზიდავი Tunisair ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების სიის ლიდერია.

ეს მონაცემები AirHelp-ის ახალი რეიტინგის მიხედვით გამოქვეყნდა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 109 ავიაკომპანიის სერვისები შეაფასა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებას, კერძოდ, საჩივრების დამუშავების სისწრაფეს, კომპენსაციის დროულ გადახდას და მგზავრების კმაყოფილების დონეს. შედარებისას, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა ავიაკომპანიამ 8.12 ქულა მოიპოვა 10-დან, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფმა კი მხოლოდ 3.63 ქულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეიტინგი არანაირ კავშირში არ არის ფრენის უსაფრთხოებასთან. ის მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხსა და კმაყოფილების დონეზეა დაფუძნებული. ამიტომ, ავიაკომპანიების უსაფრთხოების სტანდარტებზე ეჭვის მიტანა უსაფუძვლოა.

2024 წლის საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Brussels Airlines
  2. Qatar Airways
  3. United Airlines
  4. American Airlines
  5. Play
  6. Austrian Airlines
  7. LOT Polish Airlines
  8. Air Arabia
  9. Widerøe
  10. Air Serbia

2024 წლის ყველაზე ცუდი TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Tunisair
  2. Buzz
  3. Nouvelair
  4. Bulgaria Air
  5. El Al Israel Airlines
  6. Pegasus Airlines
  7. IndiGo
  8. TAROM
  9. Air Mauritius
  10. SKY express

სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ავიაკომპანიები Pegasus Airlines, IndiGo, El Al Israel Airlines და SKY express, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზეც დაფრინავენ, 2024 წლის რეიტინგში ყველაზე ცუდ ავიაკომპანიებს შორის აღმოჩნდნენ. თითოეული ამ კომპანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონალური და საერთაშორისო ფრენების სეგმენტში, მაგრამ მათი რეიტინგში დაბალი პოზიცია მომხმარებლების კმაყოფილებასთან, მომსახურების ხარისხთან და საჩივრებზე რეაგირების სისწრაფესთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები