მოსალოცი ამბავია, თუ სესხი გაქვთ - ცნობილია, რა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ

25-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამცირა, შესაბამისად, 180 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

როგორც “საზგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძე ამბობს, ეს შეეხება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ლარში აღებული სესხები ცვლად განაკვეთზე აქვთ მიბმული.

“რეფინანსირების განაკვეთი, როგორც წესი, ეხება მხოლოდ ლარში სესხება და ის აისახება იმ 180 000-მდე სესხზე, რომელიც არის გაცემული, შესაბამისად მსესხებელზე. ესენი არიან იურიდიული პირებიც, თუმცა უმრავლესობა არის ფიზიკური პირი, რომლებსაც აქვთ რეფინანსირების განაკვეთზე, ანუ ცვლად განაკვეთზე მიბმული სესხი. მათ ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ნებისმიერი ცვლილება, გაზრდა, შემცირება, მყისიერად, მეორე დღიდანვე აისახება მათი სესხის პროცენტზე. შესაბამისად, ამ ადამიანებს, ყოველთვიური შენატანი, არამნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც შეუჩერდებათ და საერთო ჯამში, ნაკლების გადახდა მოუწევთ თავის სესხზე. ასევე, ეს ლარში აღებული სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთზეც აისახება,

რომლის კლების ტენდენციაც მიმდინარეობს. 2023 წელს, როდესაც 11% იყო, ერთ წლიან პერიოდში 3%-ით შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებულია ( ჩვენ 2 წელი ზედიზედ საკმაოდ მაღალი ინფლაცია გვქონდა), ამ საბაზისო ეფექტის გათვალისწინებით, ახლა ფასები გაზრდილია, მაგრამ საშუალოდ ფასი მეტად მნიშვნელოვნად აღარ გაზრდილა. რაც არის ერთ-ერთი მიზეზი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების, ამით ხელმძღვანელობს ხოლმე ეროვნული ბანკი.

ამასთან ერთად, ის რა თქმა უნდა, აკვირდება მსოფლიოს მასშტაბით, გლობალურად მიმდინარე მოვლენებს და ასევე, საქართველოში მიმდინარე როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ტენდენციებს. შესაბამისად, დღეს ეკონომიკა რომ განვიხილოთ როგორც პოლიტიკისგან დამოუკიდებელი სფერო, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა. როგორც წესი, პოლიტიკა განსაზღვრავს ხოლმე ეკონომიკას და ეკონომიკური მოვლენები განსაზღვრავს შემდეგ პოლიტიკურ დღის წესრიგს“,- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები