აღდგომას ბევრი სითბოს და მაისურით სიარულს ელოდა, თუმცა... - როგორი ამინდი იქნება საქართველოში

04-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
აღდგომას ბევრი სითბოს და მაისურით სიარულს ელოდა, თუმცა... - როგორი ამინდი იქნება საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები