„შეიძლება, მთელი წელი იტიროთ...“ - რა არ უნდა გააკეთოთ დღეს

04-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
„შეიძლება, მთელი წელი იტიროთ...“ - რა არ უნდა გააკეთოთ დღეს

ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

დიდ შაბათთნ უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული.

მაგალითად, დიდი შაბათს მზიანი და თბილი ამინდი, ცხელი ზაფხულის მომასწავებელია. მოღრუბლული კი – წვიმიანი და გრილის.

აღდგომის წინა ღამის გათენება, ბედნიერების საწინდარია.

ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის წყალში ჩაგდება და იმ წყლით პირის დაიბანა, ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნებას მოასწავებს.

ასევე,კარგის ნიშანია დიდ შაბათს დაბადებაც. ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს უბედურება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს.

ცუდი ნიშანია დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი – შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ.

ცუდია, ასევე, დიდ შაბათს რამის გაცემა სახლიდან, იმიტომ, რომ შეიძლება მას  კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა მიჰყვეს.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები