ძლიერი თოვა, ქარი და წვიმა, ზამთარი ჯერ ისევ აქაა - რა ინფორმაცია ვრცელდება მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით

25-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
ძლიერი თოვა, ქარი და წვიმა, ზამთარი ჯერ ისევ აქაა - რა ინფორმაცია ვრცელდება მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში კი ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი:

„ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, -წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები