ცნობილია - როდიდან გამოიდარებს საქართველოში

21-03-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa
ცნობილია - როდიდან გამოიდარებს საქართველოში

მარტის მეორე ნახევარი თბილისსა და სხვა რაიონებში არც თუ ისე კარგი ამინდებით გამოირჩა. იმის შესახებ, თუ როდის გამოვა ამინდები ქვეყნის მასშტაბით, დოდო გვაზავა "პრაიმტაიმს" ესაუბრა:

„25 მარტამდე, საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში მოთოვს.

25 მარტის შემდეგ კი, გამოიდარებს და მარტის ბოლომდე თბილი ამინდები იქნება. 25-დან თვის ბოლომდე 17 დან- 23 გრადუსამდე დათბება“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები