ჩაიცვით თბილად და მობილზდით, ღვარცოფი და წყლის მოვარდნა, - რა ინფორმაცია ვრცელდება მოსალოდნელ ამინდზე საქართველოში

20-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa
ჩაიცვით თბილად და მობილზდით, ღვარცოფი და წყლის მოვარდნა, - რა ინფორმაცია ვრცელდება მოსალოდნელ ამინდზე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები